მედია: რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა – ვირუსი რისკჯგუფებს გასცდა
მსოფლიო ·
რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექცია მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებში აღარ ვრცელდება – ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელებას მოსახლეობის სხვა ჯგუფებშიც აღრიცხავენ. ამის შესახებ გამოცემა Euronews რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ეპიდემიოლოგიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს . ინსტიტუტის მონაცემებით, ამ რეგიონებში აივ ინფექცია ორსულთა 1%-ზე მეტს დაუდგინდა. ყველაზე მძიმე ვითარება კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებშია.