ბესიკ დონაძე: შუადღე. სანამ თქვენ მუშაობთ, იცით სად არიან საჯარო მოხელეები? რესტორან „ქართულ სახლში“ შთამბეჭდავი ქეიფი დაიწყეს
კორუფციის მკვლევარი, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე: 20 ოქტომბერი, სამშაბათი, შუადღე. სანამ თქვენ მუშაობთ, იცით სად არიან საჯარო მოხელეები? 12:35 საათზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა რესტორან „ქართულ სახლში“ შთამბეჭდავი ქეიფი დაიწყეს. დიახ, ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში!