ლევან სუთიძე: სრულიად მართალია მისი მეუფება, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად ურწმუნო. არაფერი ამ ხელისუფლებას არ აქვს ქრისტიანული
პოლიტიკა ·
ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ახალი პატრიარქის პირობებში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ამ მომენტისთვის ახალი შეფასებები არ მაქვს. შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რაც ზედაპირზე დევს - კათალიკოზი ილიას დროს ჩამოყალიბებული სტატუს კვო არ შეცვლილა. ცვლილების თვალსაზრისით, არც ის მომხდარა, რასაც ივანიშვილის მოწინააღმდეგეები ისურვებდნენ და არც ის, რასაც ივანიშვილი.