გია ხუხაშვილი: პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას XVIII საუკუნის მოცემულობა, როდესაც საქართველოში სამი რეგიონალური იმპერია - სპარსეთი, ოსმალეთი და რუსეთი დაბოგინებდა...
პოლიტიკა ·
გია ხუხაშვილი: ბოლო დღეებში რუსეთი, მისი გავლენის აგენტურა და უბრალოდ გაბრიყვებული რუსოფილები აქტიურად საუბრობენ “3+3” ფორმატის სიკეთეებზე. რას ისახავს სტრატეგიულ მიზნად კრემლი ამ თემის მორიგი აქტუალიზაციით? მოსკოვს, კარგად ესმის რომ საქართველოს პირდაპირი რეინტეგრაცია მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში “ტრაქტატი 2”-ის საფუძველზე პრობლემატურია რიგი შიდა თუ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომ, მან ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ამოცანის შესრულება ორ ეტაპად გაყო.