ეკატერინე ლომიძე: გგონიათ, რომ ერთ მერაბ დვალიშვილს დაესხნენ თავს მაგ ნაგავი ჟესტით? გგონიათ, რომ საქართველო გულზე ეხატებათ? ამასაც ვერ გაბედავდნენ ჩვენ რომ ჩვენს სიმაღლეზე ვიდგეთ

საზოგადოება ·

ეკატერინე ლომიძე: გგონიათ, რომ ერთ მერაბ დვალიშვილს დაესხნენ თავს მაგ ნაგავი ჟესტით? გგონიათ, რომ საქართველო გულზე ეხატებათ? ამასაც ვერ გაბედავდნენ ჩვენ რომ ჩვენს სიმაღლეზე ვიდგეთ

ეკატერინე ლომიძე: ხოოო, მერაბ დვალიშვილს ლეკები დასხმიან თავს საარაბოში. ვნახე კადრები. ისეთი ლაჩრობის ზეიმია, ისეთი გულისამრევი, გაზიარების არანაირი სურვილი არ მქონდა. არაკაცების ხროვა სცემდა ერთ კაცს. ჩემი თავი წარმოვიდგინე იქ, იმ წამს, შემთხვევით შემსწრე და ვიგრძენი, როგორ ვერ ვაკონტროლებდი ხელებს. იქ, სადაც ჩხუბის, ბრძოლის და მსგავსი დაპირისპირების კანონები ესმით, ასე არ იქცევიან.