არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე - ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს
პოლიტიკა ·

გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილებისა და მანიპულაციების მხოლოდ მცირე მაგალითებზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.