არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით
პოლიტიკა ·

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებები ტყუილი და მანიპულაცია იყო. გორდულაძის თქმით, ტყუილია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ სარჩელი მხოლოდ 4 დოკუმენტს ეყრდნობა.