ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: ჩვენ ვიცით, რომ ეს ზამთარი რთული იქნება ევროპელი მოქალაქეებისა და, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის
მსოფლიო ·

გეოპოლიტიკური ტურბულენტობის გამო, ევროპა კიდევ ერთი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, - განუცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროპელ ნავთობგადამამუშავებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ვიცით, რომ ეს ზამთარი რთული იქნება ევროპელი მოქალაქეებისა და, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირში საწვავის გადასახადები კატასტროფულად იზრდება.