თურქეთის თავდაცვის მინისტრი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და რუსეთსა და უკრაინას მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვით

მსოფლიო ·

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, იაშარ გიულერის განცხადებით , ანკარამ უკრაინასა და რუსეთს შავ ზღვაში თავდასხმების შეწყვეტის წინადადებით კვლავ მიმართა. თუმცა, პირველად მოხდა, როდესაც თურქეთმა მხარეები „სამართლებრივი ზომების მიღებით“ გააფრთხილა იმ შემთხვევისთვის, თუ იერიში თურქეთთან დაკავშირებულ გემებზე განხორციელდება. თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა იტოვებს უფლებას, მსგავს ინციდენტებს სამართლებრივი პასუხი გასცეს.