Reuters: აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა
მსოფლიო ·

საინფორმაციო სააგენტო Reuters -ის მიერ მოპოვებული პენტაგონის მონაცემების თანახმად, აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, რაც ივლისში აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. პენტაგონს აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.