მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვა ·

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31) მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია თურქეთში, ანტალიაში იმართება და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. კონფერენციაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 197 მხარე, 100-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის მეთაური მონაწილეობს.