პაატა სალია: ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს ისეთი ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომელსაც პრობლემური სიტუაციების ადრეული ამოცნობის მექანიზმები აქვს და შეტყობინების შესაძლებლობას იძლევა
პოლიტიკა ·

ვმუშაობთ იმაზე, რომ პენიტენციურ სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მოხდეს, რომელიც ადრეული შეტყობინების შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციური სისტემის კიდევ უფრო განვითარება, დახვეწა და ახალი სისტემების დანერგვა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, დღეს არის მოძველებული სისტემა.