პაატა სალია პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე: ალტერნატიული სასჯელების, პირობით ვადამდე გათავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

სამართალი ·

პაატა სალია პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე: ალტერნატიული სასჯელების,  პირობით ვადამდე გათავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

„იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს იმას, რომ კანონით გასამართლებული ადამიანების და ბრალდებული პირების თავისუფლების აღკვეთა უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვით. ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა არ არის ის, თუ რამდენი მსჯავრდებული თუ ბრალდებული მოხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს აქვს გარკვეული მექანიზმები, რაც ხელს უწყობს მათი რაოდენობის შემცირებას. ალტერნატიული სასჯელების, პირობით ვადამდე გათავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით.