პაატა სალია: დღევანდელ ხელისუფლებას უწევს რეაგირება და აღსრულება იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო იმ საქმეებზე, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“

„უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: აღსასრულებელი გადაწყვეტილებების 80% ეხება 2013 წლამდე პერიოდს. დღევანდელ ხელისუფლებას უწევს რეაგირება და აღსრულება იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“. დარღვევა მოხდა მაშინ და დღეს ჩვენ გვიწევს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. დაახლოებით, 130 გადაწყვეტილება იყო აღსრულებული და აქედან მხოლოდ 18 გადაწყვეტილება იყო აღსრულებული 2013 წლამდე. დანარჩენი აღსრულებულია უკვე შემდგომ პერიოდში.