ვლადიმერ პუტინი: ილონ მასკი გენიალური ადამიანია
მსოფლიო ·

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით , ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი გენიალური ადამიანია. პუტინის თქმით, რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ამერიკელ პარტნიორებთან და პირადად მასკთან, რათა კოსმოსში ორი ქვეყნის თანამშრომლობა გაგრძელდეს. „ილონ მასკი გენიალური ადამიანია. იცით, მას ორბიტაზე რამდენი ასეთი თანამგზავრი ჰყავს? 5 ათასზე მეტი. ჩვენ კი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ ვამაყობთ იმით, რომ დამოუკიდებლად დავიწყეთ კეთება.