პაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე

სამართალი ·

პაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრავალი წელია, ამოწმებენ, და მინდა, გითხრათ, რომ ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ეგრეთ წოდებული CPT-ის, ბოლო ვიზიტი დასკვნებში აღნიშნულია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან გამოკითხულთა შორის არ გამოვლინდა ძალადობის ნიშნები.