გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა

რეგიონები ·

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე ეზოსა და სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, 75 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ნახევარ ლარამდეა.