ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მიერ გამართულ საჯარო ლექციაში „ნავიგაცია ინფორმაციის ეპოქაში: მედიაწიგნიერება, ონლაინ უსაფრთხოება და ჩრდილოეთ ევროპის გამოცდილება“ (Navigating the Information Age: Media Literacy, Online Safety and the Nordic Experience) მიიღო მონაწილეობა.