მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა - რუსეთის დედაქალაქის სამ აეროპორტში ფრენები შეიზღუდა

მსოფლიო ·

მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა - რუსეთის დედაქალაქის სამ აეროპორტში ფრენები შეიზღუდა

უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევის გამო მოსკოვის რეგიონში საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დედაქალაქისკენ მიმავალი 166 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა თავდასხმის სამიზნეებისა და გაშვებული დრონების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, 28-29 ოქტომბრის ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქში დრონების მასშტაბური შეტევა მოიგერიეს.