ჩინეთმა მეცნიერებისთვის მობილური „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობა დაიწყო
პოლიტიკა ·

ჩინეთმა ორკორპუსიანი პლატფორმის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მსოფლიოში პირველი მობილური ავტონომიური „ხელოვნური კუნძული“ გახდება. როგორც გამოცემა South China Morning Post იტყობინება , ის სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი. მოსალოდნელია, რომ ავიამზიდის ზომის პლატფორმას ღია ოკეანეში განათავსებენ. ის დაახლოებით 11 კვანძის (20 კმ/სთ) სიჩქარით შეძლებს გადაადგილებას, წყალში ხელახალი დამუხტვის გარეშე ოთხ თვემდე გაძლევს, მასზე 238 ადამიანი და 6 ლაბორატორია განთავსდება.