ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
მსოფლიო ·

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, მაშველები დაზიანებულ ვაგონებში გარდაცვლილ ადამიანებს კვლავ ეძებენ. ესპანეთში მიმდინარე წელს მომხდარი მეორე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ევროპაში ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო სარკინიგზო ავარიაა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო „მთელი ესპანეთი გლოვობს“.