El Mundo: მატარებლების კატასტროფის შემდეგ მადრიდში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

მსოფლიო ·

El Mundo: მატარებლების კატასტროფის შემდეგ მადრიდში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პოლიციამ ტრანსპორტის სამინისტროს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინფორმაციას El Mundo ავრცელებს . აქციის მონაწილეები ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის ოსკარ პუენტესა და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქცია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას მოჰყვა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.