„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა

საზოგადოება ·

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზატორთა ინიციატივით, კონკურსისგან დამოუკიდებლად, ლევილის მამულმა სპეციალური ჯილდო - ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური სივრცე და ქართული კულტურისა და სტუმარმასპინძლობის ელჩი ევროპაში - მიიღო. კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.