გიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის. სწორედ ამ ნიშნით გვაქვს მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი
პოლიტიკა ·

არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.