თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას - მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს
პოლიტიკა ·

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, არსებობს ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იმისა,რომ წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები, შესაბამისად, მათი წარმომადგენლები, გააგრძელებენ სასამართლო სხდომის დარბაზში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.