თელავის მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

თელავის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინანდლის, ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის ტერიტორიაზე არხის მონაკვეთები, რომელთა საერთო სიგრძე 2 500 მეტრია, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება.