კრწანისის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საზოგადოება ·

კრწანისის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილზე, ფერდი N1-ის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. „პროექტის მიზანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნას თანამედროვე, კეთილმოწყობილი და ფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნება.