Apple-მა ისტორიაში პირველი სენსორული ეკრანის მქონე MacBook-ი წარადგინა

საზოგადოება ·

Apple-მა ისტორიაში პირველი სენსორული ეკრანის მქონე MacBook-ი წარადგინა

კომპანია Apple-მა ახალი MacBook Pro წარმოადგინა. კომპანიის ისტორიაში პირველად, ლეპტოპი სენსორული ეკრანით იქნება აღჭურვილი. ახალი მოდელი ორ ზომაში გამოვა - 14 და 16-დუიმიანი დიაგონალით. მან მიიღო PROLED XDR დისპლეი, რომლის პიკური სიკაშკაშე 2000 ნიტამდე აღწევს, კონტრასტულობა კი 10 000 000:1-ს შეადგენს. Twitter Apple-ის განცხადებით, ახალ MacBook-ს 24 საათამდე მუშაობა შეუძლია. სწრაფი დამუხტვის ფუნქციის წყალობით, MacBook Pro-ს 50%-მდე დამუხტვა 30 წუთშია შესაძლებელი. ახალი მოწყობილობის გაყიდვა 6 ნოემბრიდან დაიწყება.