კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ: ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით

ერთი დღის განმავლობაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს რიყის პარკის ტერიტორიაზე მოთხოვნილია სამშენებლო ნებართვა 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.