მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

საზოგადოება ·

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები შესრულდება ორ ლოკაციაზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრადან“ შოთა შალიკაშვილის ხიდამდე არსებულ მონაკვეთში, ასევე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ. „მინდა, ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება.