კრწანისის I ჩიხის N11-სა და N17-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

კრწანისის I ჩიხის N11-სა და N17-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი სექციური საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.