სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მომზადების საკითხები, საინვესტიციო პრიორიტეტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.