ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ანაკლიის, განმუხურის, დარჩელის, კიროვის, ცვანეს, ერგეტისა და ორულუს მოსახლეობას წარუდგინა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა მოქალაქეებს განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, არსებული საჭიროებები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. განხორციელდა 85 ინფრასტრუქტურული პროექტი.