ეკატერინე გალდავამ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ ქვეყნებს შორის გადახდების განვითარების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა

ეკონომიკა ·

ეკატერინე გალდავამ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ ქვეყნებს შორის გადახდების განვითარების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიაში - „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.