POLITICO: ისრაელში არჩევნების შემდეგ ვაშინგტონს ნეთანიაჰუ მობეზრდა
მსოფლიო ·

ისრაელის არჩევნებში პოლიტიკური ჩიხის ჩამოყალიბებამ ვაშინგტონში გააქრო იმედი, რომ აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობების სწრაფი გადატვირთვა შესაძლებელი იქნებოდა. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს . გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორც „დემოკრატიულ“, ისე „რესპუბლიკურ“ პარტიებში, სულ უფრო მეტად დაიძაბა.