პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

სამართალი ·

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული უკანონო შემოსავლის საქართველოში გათეთრების მიზნით, მასთან აფილირებული პირის სახელით, საქართველოში 132 000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინა შეიძინა, რაც შემდგომში ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა და…