დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია - პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

პოლიტიკა ·

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპელი პოლიტიკოსების მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს. მისი თქმით, ევროპასა და აზიაში ოფიციალურ მოსკოვთან კავშირების აღდგენის სურვილი დღითიდღე მყარდება. ქვეყნები ანტაგონისტურ კურსს პრაგმატული პოლიტიკით ცვლიან, რაც პირველ რიგში ეკონომიკური სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ამ პროცესების ფონზე, გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურაც იცვლება.