პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა

საზოგადოება ·

პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას  85 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი მეცნიერების განსაკუთრებულ ღვაწლს და ქართული განათლებისა და მეცნიერების ხანგრძლივ ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება.