პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ
პოლიტიკა ·

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სამხედროებმა უფროსკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სტრუქტურაზე, მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და სამხედრო კარიერულ განვითარებაზე.