Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით არის დაინტერესებული

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.