კოლხეთის ეროვნული პარკი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

საზოგადოება ·

კოლხეთის ეროვნული პარკი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

კოლხეთის ეროვნულმა პარკმა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია მონაწილეობდა. გამარჯვებული ქართველი და საერთაშორისო პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. კოლხეთის ეროვნული პარკი საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.