Reuters: ბულგარეთში Starlink-ის ანტენების დაწვის საქმეზე ორი პირი გერმანიაში დააკავეს - ოფიციალური სოფია მათ ექსტრადიციას ითხოვს
მსოფლიო ·

გერმანიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც ბრალად ბულგარეთში Starlink-ის კუთვნილი ანტენების დაწვა ედებათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ახლა გერმანიის სასამართლომ უნდა განიხილოს დაკავებულების ექსტრადიციის საკითხი. მათი ექსტრადიცია ბულგარეთმა უკვე მოითხოვა. დიუსელდორფის პროკურატურის წარმომადგენლის ცნობით, 19 წლის ეჭვმიტანილები გასულ პარასკევს დააკავეს. ისინი გერმანიის ქალაქ დუისბურგსა და მორსში ცხოვრობენ.