საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომეხ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა ·

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში, სამხედრო ორკესტრისა და საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა.