ირაკლი ქადაგიშვილი ალან ბერსეს განცხადებაზე: ევროპული სტრუქტურების ბიუროკრატია სხვადასხვა ფორმით ცდილობს, რომ საქართველოში მათ მიერვე გაფუჭებული დაიცვან
პოლიტიკა ·

ევროპული სტრუქტურების ბიუროკრატია სხვადასხვა ფორმით ცდილობს, რომ რაც თავიანთი პოლიტიკით საქართველოში დააზიანეს, რამენაირად ეს გაფუჭებული დაიცვან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის, ალან ბერსეს განცხადების შეფასებისას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პარტიების აკრძალვის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.