თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი: თურქეთსა და საქართველოს შორის ინტერაქცია და ურთიერთკავშირი საუკუნეებს ითვლის, დღეს ჩვენ ვართ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებს და რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ არა მხოლოდ კეთილმეზობლობა, არამედ უაღრესად მჭიდრო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების103-ე წლისთავს. თურქმა ერმა, რომელიც გაერთიანდა ჩვენი დიდი ლიდერის, მუსტაფაქემალათათურქის გარშემო, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე წამოიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, რაც ჩვენს ლიტერატურაში „Milli Mücadele“-ს (ეროვნული ბრძოლის) სახელითაა ცნობილი, - განაცხადა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მუსტაფათურქერარიმ.