„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) ერთობლივ საერთაშორისო Fintech ჰაკათონში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ დემო დღეზე ფინალისტმა გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.