სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა
პოლიტიკა ·

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ქალაქ რუსთავში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათ მადლობის წერილები გადასცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.