დიმიტრი სამხარაძე: ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა - ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა
პოლიტიკა ·

სასამართლოს სხდომებზე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ამ დღეებში საზოგადოებამ ბევრი სიცრუე მოისმინა, მაგრამ ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა - ნაცისთვისაც კი ზედმეტია, - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.