ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებს

მსოფლიო ·

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა , რომ 2027 წლის 7 თებერვალს ის დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. „ახლახან ჩემს კოლეგებს ვაცნობე, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დავტოვებ. ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყის წყარო იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ გზაზე მხარს მიჭერდა“, - დაწერა ლაგარდმა.