ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა
პოლიტიკა ·

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. საველე კომპონენტის აღსრულების ფაზა ტყიბულისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.